იცით თუ არა,რომ
1. ადრეულ პერიოდში ვენახების განსაკუთრებული სიმრავლის გამო თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო უბანს – გლდანს – „პატარა კახეთს” უწოდებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. 395 წლის შემდეგ რომის იმპერია აღარ გაერთანებულა.
* * *
3. სახელოვანმა ფრანგმა გეომერტმა – კლოდ მიდორჟმა (1585-1647 წლები) მთელი თავისი უზარმაზარი სიმდიდრე,დაახლოებით,ასი ათასი ეკიუ ოპტიკური ხელსაწყოების დამზადებას შესწირა.
* * *
4. გენიალური ფრანგი მათემატიკოსის,მექანიკოსისა და ფიზიკოსის – ბლეზ პასკალის მისამართით დიდმა ფრანგმა მწერალმა – ჟიულ ლემეტრმა შენიშნა: „შენ აღმართე ჯვარი საფლავზე,რომელშიაც დაასამარე შენი გონება,შენი დიდება,შენი გენია…”
* * *
5. „არც ასაკი,არც ავადმყოფობა არ ითვლებოდა საპატიო მიზეზად.ავადმყოფები და დავრდომილები მიჰყავდათ საკაცეებით,თვითნებურად აწესებდნენ წლოვანებას,ბავშვებს წლებს უმატებდნენ,მოხუცებს კი – აკლებდნენ.ქვეყანა ცრემლითა და გოდებით ივსებოდა”. – ასე აღწერს ლაქტანციუსი გადასახადების ამოღების უმკაცრეს მეთოდს ქრისტიანების დაუძინებელი მტრისა და რომის ოდიოზი იმპერატორის – დიოკლეტიანეს მმართველობის ჟამს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საფრანგეთის მეფე – ლუი XIII სამართლიანის მმართველბის ჟამს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო საგანგებო დადგენილება,რომლის თანახმადაც,კატორღა ემუქრებოდა ყველა იმ ადამიანს,ვინც გაბედავდა გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის – არისტოტელეს მოძღვრების ხელყოფასა და მის წინააღმდეგ გალაშქრებას.
* * *
7. ბლეზ პასკალს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომანი ჰქონდა მეტად მომხიბლავ,ამაყ და ჟინიან ქალთან,რომელსაც მეტსახელად – „კლერმონელ საფოს” უწოდებდნენ.ცნობილია,რომ პასკალის საყვარელ ქალს ჭირის დღესავით სძულდა სიყალბე,სიმდაბლე და პირმოთნეობა.
* * *
8. მას შემდეგ,რაც კონსულმა მარკუს პორციუს კატონმა ესპანეთის ზოგიერთი ქალაქის დასათრგუნავად იარაღის ტარება აუკრძალა იქაურ მაცხოვრებლებს,ბევრმა მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.სწორედ ამიტომაც განაცხადა ტიტუს ლივიუსმა ესპანელების შესახებ – „მძვინვარე მოდგმა,მისთვის სიცოცხლე უფასურია უიარაღოდო”.
* * *
9. „მე მაქვს საფუძველი მძაგდეს ადამიანთა უმრავლესობა”. – აცხადებდა გენიალური ფრანგი ფერმწერი – პოლ გოგენი
* * *
10. დიდი ფრანგი მხატვრის – ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის მშობლები ერთმანეთის უახლოესი ნათესავები (ბიძაშვილები) იყვნენ და სწორედ ამ გარემოებას (სისხლით ახლონათესაურ ქორწინებას) მიაწერენ ლოტრეკის ხეიბრობას. – (ავტორი გენია.ჯი)