ჰერმან კაიზერლინგი – „ეპიზოდი”
დიდმა გერმანელმა მწერალმა და ფილოსოფოს-ირაციონალისტმა - ჰერმან კაიზერლინგმა (1880-1946 წლები) თავისი შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილების,სახელწოდებით – „სიბრძნის სახლის” დაწერა გერმანიაში,კერძოდ კი ქალაქ დარმშტადში,პრინცის მიერ ნაჩუქარ შენობაში დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ,აღნიშნული ნაგებობის გვერდით განთავსებული იყო პრინცის საჯინიბო.ერთხელ კაიზერლინგმა გენიალურ ინდოელ მწერალსა და ფილოსოფოსს – რაბინდრანათ თაგორს უთხრა,რომ მან „სიბრძნის სახლი” საჯინიბოს გვერდით განთავსებულ შენობაში დაწერა.
- შესანიშნავია,გარწმუნებთ,ცხენების გვერდით უფრო ადვილია ფილოსოფოსობა,ვიდრე ადამიანების გვერდით. – მიუგო თაგორმა კაიზერლინგს. – (ავტორი გენია.ჯი)