შალვა ნუცუბიძე – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური ქართველი ფილოსოფოსი,ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი – შალვა ნუცუბიძე (1888-1969 წლები) პოლიტიკური მოტივების საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან იქნა გარიცხული. (ავტორი გენია.ჯი) აქვე დავსძენ,რომ ქართული ფილოსოფიის ისტრიის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარი ამა თუ იმ ეროვნების მქონე მწერლის ლიტერატურულ ქმნილებას უსათუოდ ორიგინალში კითხულობდა,დიკენს ინგლისურად,სტენდალს ფრანგულად,პეტრარკას იტალიურად და ასე შემდეგ.გერმანული ენის შესახებ ამბობდა,რომ – სამუშაო ენააო,სისტემატურად ვარჯიშობდა სპარსულ ენის შესწავლაში,დიდებულად ფლობდა ბერძნულ ენას.მეცნიერებათა აკადემიიდან შალვა ნუცუბიძის გარიცხვა ერთადერთმა მეცნიერმა – ივანე ბერიტაშვილმა გააპროტესტა,სხვები – დუმდნენ.მას შემდეგ,რაც ბატონმა შალვამ ბერიტაშვილის მორალური მხარდაჭერის შესახებ მიიღო ინფორმაცია,სახელოვან ქართველ ფიზიოლოგზე მან შემდეგი რამ განაცხადა: „ – ვიცოდი,რომ ივანე დიდი მეცნიერი იყო,მაგრამ კიდევ უფრო დიდი ადამიანი ყოფილაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ივანე ბერიტაშვილი