ამონარიდები ბლეზ პასკალის ფილოსოფიური ქმნილებიდან – „აზრები”
„ადამიანებს ყველაფერს ასწავლიან, პატიოსნების გარდა, თუმცა ისინი ყოველთვის პატიოსნებით იწონებენ თავს და არა განსწავლულობით, ესე იგი, სწორედ იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საღი აზრის სახესხვაობანი: კაცი, რომელიც საღად მსჯელობს გარკვეული რიგის მოვლენებზე, სისულელეს როშავს, როცა მეორე რიგის მოვლენებს ეხება საქმე”.
* * *
„სიკვდილი უფრო ადვილია, როცა სიკვდილზე არ ფიქრობ, ვიდრე სიკვდილზე ფიქრი, როცა სიკვდილი არ გემუქრება”.
* * *
„ადამიანს, ჩვეულებრივ, ის აზრი უფრო არწმუნებს, რომელიც მას მოსდის თავში, ვიდრე ის,რომელიც სხვის თავში იბადება”.
* * *
„ნუ იტყვიან: „ის მათემატიკოსია”, „ის ქადაგია”, „ის მჭერმეტყველია”, არამედ თქვან: „ის პატიოსანი კაცია”. მე მომწონს მხოლოდ ეს ყოვლისმომცველი თვისება”.
* * *
„სულის ყოველგვარი მოძრაობის წყარო, ერთის მხრივ, ანგარებაა, ხოლო მეორეს მხრივ, – კაცთმოყვარეობა”.
* * *
„შევიცნოთ ჩვენი თავი: მერე რა, თუ ამით ჭეშმარიტებას ვერ შევიცნობთ, სამაგიეროდ, ჩვენს ცხოვრებას მოვაწესრიგებთ, ხოლო რა შეიძლება იყოს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მთავარია ნიჭი, რომელიც განაპირობებს ყველა დანარჩენს”.
* * *
„ჩვენ ერთი ბეწო რამ გვანუგეშებს, იმიტომ რომ ასეთივე უბადრუკი წვრილმანის გამო ვეძლევით უნუგეშობას”.
* * *
„ყველაზე დიდი პატივი,ყველაზე სანატრელი კეთილდღეობა, რომლის ღირსიც შეიძლება გახდეს მოკვდავი, ამ ქვეყნად, ალბათ მეფის ხვედრია. მაგრამ დააკმაყოფილეთ ყველა მისი ჟინი, შეუსრულეთ ყველა წადილი, გარდა ერთისა: გართობის საშუალება არ მისცეთ მას; დაე, გართობის ნაცვლად თავის თავსა და თავის მოვალეობაზე იფიქროს, და თქვენ ნახავთ, რა ერთბაშად განქარდება მთელი მისი ფუჭი ბედნიერება”. – (ავტორი გენია.ჯი)