აბრაამ ლინკოლნი – „ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – აბრაამ ლინკოლნის ვაჟმა - რობერტ ლინკოლნმა ჰარვარდის უნივერსიტეტი დაასრულა,სამხედრო სამსახურში გაწვევის დრო დაუდგა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ დროს,კერძოდ კი – 1865 წლის 19 იანვარს „აყლაყუდა ცხრიანად” წოდებულმა ქვეყნის მეთაურმა გავლენიან ამერიკელ პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეს – ულის სიმპსონ გრანტს თავისი ვაჟიშვილის შესახებ შემდეგი სახის წერილი მისწერა:

„მიპასუხეთ არა როგორც პრეზიდენტს,არამედ როგორც მეგობარს: არ მინდა,რომ რობერტი რიგითი ჯარისკაცი იყოს,მაგრამ არც მის ოფიცრობას ვაპირებ – საამისოდ უფრო ღირსეული და გამოცდილი ადამიანები არიან.იქნებ მიიღოთ იგი თქვენს წრეში და მისცეთ რაიმე ნომინალური თანამდებობა,რომ ხელფასი ჩემგან მიიღოს და არა სახელმწიფო სახსრებიდან…”

რობერტ ლინკოლნი

ულის გრანტი

კომენტარის დატოვება