პოლ სეზანი & ემილ ზოლა
გენიალური ფრანგი მხატვარი – პოლ სეზანი (1839-1906 წლები) გარკვეული ხნის განმავლობაში ახლობელი ადამიანების პორტრეტების ხატვით იყო დაკავებული. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იმ პერიოდში შექმნა მან თავისი უახლოესი მეგობრის,სახელოვანი ფრანგი მწერლის - ემილ ფრანსუა ზოლას (1840-1902 წლები) პორტრეტიც (მოგვიანებით სეზანმა ზოლას მეუღლის პორტრეტიც დახატა).თუმცა ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ სეზანი მეტად უკმაყოფილო დარჩენილა თავისი ნამუშევრებით,რის გამოც მას ყველა მათგანი გაუნადგურებია.განადგურებულ პორტრეტებს შორის კი აღმოჩნდა ემილ ზოლასა და მისი მეუღლის პორტრეტებიც,რამაც თავის მხრივ,ამ ორ უდიდეს ტალანტს შორის მწვავე დაპირისპირება გამოიწვია.ემილ ზოლამ მეგობრის ასეთი ქმედება ისე ახსნა,როგორც მისდამი მეგობრის გულისწყრომის გამოხატულება და თუმცა სიტყვიერად ერთმანეთისათვის არაფერი უსაყვედურებიათ,ორივე მათგანი მაინც გრძნობდა,რომ მათ ადრინდელ,ერთსულოვან და განუყრელ მეგობრობას შორის რაღაც სერიოზული ბზარი გაჩნდა.სამწუხაროდ,სეზანსა და ზოლას შორის წარმოქმნილი ეს ბზარი აღარც ამოვსებულა. (ავტორი გენია.ჯი)
ემილ ზოლა