„დიდსულოვნება”

„ზოგიერთი მათგანი ფიქრობს,რომ საჭიროა ხალხმა დიდსულოვნება გამოიჩინოს და სიცოცხლე სიცოცხლის წილ დავუშვათ,დიქტატორები სიკვდილით არ დავსაჯოთ და, ნაცვლად ამისა,ისინი ერთი-ორი წლით,ვთქვათ,ხუთიოდე წლით ციხეში ვამყოფოთ.სხვათა და სხვათა აზრით,ამ ხნის განმავლობაში ვნებები დაცხრება,ხსოვნიდან წაიშლება საერთო და პირადი უბედურებანი,გაჭირვებანი.შემდგომ ვინმე წამოაყენებს გულმოწყალების იდეას,ვინმე კვლავ მიმართავს ხალხის დიდსულოვნებას. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ფიქრობენ,რომ ჟამთა სვლისაგან წარიხოცება ჩვენი ქვეყნის კედლებზე ტყვიებით ამოკვეთილი „ბრძოლების” ისტორია. და მაშინ ხმას აღიმაღლებს ვინმე და მოითხოვს,რომ დიქტატორები გაანთავისუფლონ და ქვეყნის საზღვრებიდან გააძევონ.

და ისინიც „სამშობლოს” დატოვებენ და უცხო ქვეყანაში გაემგზავრებიან.იქ უცხოებთან ერთად დაიწყებენ „საკუთარი” ხალხის წინააღმდეგ ხრიკების მოწყობას,რომელიც მხოლოდ იმიტომ სძულთ და ეჯავრებათ,რომ მან არ დააკმაყოფილა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მათი წყურვილი. და იგივე ადამიანები,რომლებიც დღეს გულმოწყალეობისაკენ მოგვიწოდებენ,შეიძლება „სამშობლოში” დაბრუნდნენ როგორც გამარჯვებულნი,დაიმორჩილონ ქვეყანა და კიდევ უფრო გაზარდონ „მისი” ხალხის ტანჯვა-წამება.მათ კვლავაც სურთ,ნება მიეცეთ დაბრუნდნენ და ერთხელ კიდევ სცადონ თავიანთ გაუმაძღარ თათებში ჩაიგდონ ქვეყანა,რომ ხალხს,მისი დიდსულოვნების ჯილდოდ,ერთხელ კიდევ წაართავან – თავისუფლება”.

გვახსოვდეს „მოუსყიდავის” ზედსახელით ცნობილი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწისა და საფრანგეთის ფაქტობრივი მმართველის – მაქსიმილიან ფრანსუა მარი ისიდორ რობერსპიერის მიერ ლუი XVI კაპეტის შესახებ კონვენტში წარმოთქმული სიტყვა: „არც მეფეა ბრალდებული და არც თქვენა ხართ მოსამართლენი.თითოეული თქვენთაგანი სახელმწიფო მოღვაწენი და ერის წარმომადგენელნი ხართ და მეტი არაფერი.თქვენ იმისთვის როდი ხართ მოწოდებულნი,რომ განაჩენი გამოიტანოთ ადამიანის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ,არამედ იმისათვის,რომ მიიღოთ გადაწყვეტილება საყოველთაო სიკეთის დასამყარებლად”.

„დიდსულოვნება”. – მართლაც,რომ ღვთისნიერი,დიდებული გრძნობაა…  – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>