ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – „ეპიზოდი”
ორმოცდაოთხი წლის ასაკში მყოფი დიდი ფრანგი მწერალი და ესეისტი – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი (1900-1944 წლები) მიუხედავად რიგი წინააღმდეგობებისა,მაინც ჯიუტად ცდილობდა მეტად სწრაფი თვითმფრინავის – „II-38″-ის მართვის უფლება,რომელიც თავის მხრივ,შედარებით ახალგაზრდული გულის მქონე მფრინავებისათვის იყო განკუთვნილი. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდისათვის ორ ბანაკად გაყოფილი ფრანგები,ორი გენერალური შტაბი ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს,მიეცათ თუ არა ზემოაღნიშნული თვითმფრინავის მართვის უფლება ეგზიუპერისათვის.საქმე იმდენად რეზონანსულიც კი გახდა,რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტის – ფრანკლინ დელანო რუზველტის ერთ-ერთი ვაჟი – ელიოტიც კი ჩაერია.სწორედ მისი უშუალო ჩარევის შემდგომ მიიღო სენტ-ეგზიუპერიმ თანხმობა მართვის უფლება მიეღო იმ თვითმფრინავზე,რომელშიც ჰპოვა მან თავისი უკანასკნელი განსასვენებელი. – (ავტორი გენია.ჯი)