პიერ შოდერლო დე ლაკლო – „ეპიზოდი”
დიდ ფრანგ კლასიკოს მწერალს - პიერ შოდერლო დე ლაკლოს (1741-1803 წლები),რომელმაც თავის ლიტერატურულ ქმნილებაში – „სახიფათო კავშირები”,უსასტიკესი დარტყმა მიაყენა ქალის შეუვალობის ლეგენდას,უზნეობაში დასდეს ბრალი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული საკითხის შესახებ ერთ დღეს ლაკლოს მისი შემოქმედებისადმი ერთობ კრიტიკულად განწყობილმა პერსონამ უთხრა – „თქვენ ქმნით ურჩხულებს,რათა მათვე ებრძოლოთ; ისეთი ქალები,როგორიც დე მერტეია (რომანის – „სახიფათო კავშირების” ერთ-ერთი მთავარი გმირი),საერთოდ არ არსებობენო”,რაზეც მწერალმა შემდეგი პასუხი გასცა: „მაშ,რატომღა ატყდა ასეთი ხმაური? დონ კიხოტმა იარაღი რომ აიღო,რათა ქარის წისქვილებს შებრძოლებოდა,განა ვინმემ კი იფიქრა დაეშალა მისთვის? იგი ეცოდებოდათ,ოღონდ ბრალს არავინ სდებდა… თუკი არც ერთი ქალი არ მისდევს გარყვნილებას ისე თვალთმაქცურად,ვითომდა,ამას მხოლოდ სიყვარულის გამო აკეთებდეს,თუკი მეორე ქალი გულგრილად ხელს არ უწყობს თავისი „ამხანაგის” შეცდენის ამბებს; თუკი მას არ სურს დაღუპოს საყვარელი,რომელმაც ძალიან მალე უღალატა… თუკი საერთოდ მსგავსი არაფერი არსებობს,მაშასადამე,სულ ამაოდ დამიწერია ყველაფერი,მაგრამ,განა ვინ გაბედავს და უარყოფს ჩვენი დღეების ჭეშმარიტებას? მხოლოდ და მხოლოდ ერეტიკოსი და განდგომილი!” – (ავტორი გენია.ჯი)