რაბინდრანათ თაგორი – „მე რომ შემეძლოს…”
„მე მძაგს ყოველგვარი პირობითობა და ცრუმორწმუნეობა და მზად ვარ უსასრულოდ ვიმეორო ერთი და იგივე ფრაზა: ო,რატომ არ დავიბადე არაბ ბედუინად – ლამაზ და ლომგულ,ძლიერ,თავისუფალ ბარბაროსად!
მე ვგრძნობ მოთხოვნილებას შევაჩერო გონებისა და სხეულის ეს უდროო დაძაბუნება,გამოწვეული ძველ და დახავსებულ ჭეშმარიტებათა მუდმივი შეხებით და თავისუფალი და ჯანსაღი სიცოცხლის სიხარული ვიგრძნო; მქონდეს და არ მენაღვლებოდეს – კარგია თუ ცუდი ისინი, – ფართო,თამამი,ლაღი რწმენანი და მისწრაფებანი,შეუბოჭველნი ჩვეულებასა და გონებას შორის,გონებასა და წადილს შორის,წადილსა და მოქმედებას შორის ამ მარადი უთანხმოებით.
მე რომ შემეძლოს,ყველა ამ ბორკილს შემოვიცვლიდი,ქარბორბალასავით გადავუქროლებდი მსოფლიოს და ჩემს გარშემო ბობოქრობისა და ამბოხების ზვირთებს ავშლიდი.გახელებული წინ გავიჭრებოდი,როგორც გაუხედნავი კვიცი და ჩემივე თავდავიწყებული ქროლვის სიხარულით დავითვრებოდი.მაგრამ ვაი რომ ბედუინი კი არა,მხოლოდღა ბენგალელი ვარ.წინანდებურად ვზივარ მე მყუდროში ჩემი მჭმუნვარებით,ჩივილითა და ფილოსოფიით გულგასენილი.შემწვარი თევზის მსგავსად ვატრიალებ ჩემს ტვინს აქეთ-იქით და მდუღარე ზეთი ხან ერთსა და ხან მეორე მხარეს წვავს.
მაგრამ დე,აგრე იყოს.რამდენადაც მე არ შემიძლია ნამდვილ ველურად გადავიქცე,შევეცდები,ნამდვილად ცივილიზებული ადამიანი მაინც ვიყო.რატომ გავთხაროთ მათ შორის უფსკრული?” – (ავტორი გენია.ჯი)