პეტრე კლეინმიხელი – „ეპიზოდი”
„გულმოდგინება ყოველივეს სძლევს”. – ასეთი წარწერა იყო აღბეჭდილი გერმანული წარმომავლობის მქონე რუსი სახელმწიფო მოხელის – პეტრე კლეინმიხელის საგრაფო გერბზე.ალბათ ბევრისათვის უცნობია მისი სახელი და არც მე გავამახვილებდი მასზე თქვენს ყურადრებას,რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება მისი ბიოგრაფიიდან,რაც ჩემის მხრივ ვფიქრობ,რომ მეტად მნიშვნელოვანი დეტალია ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის. (ავტორი გენია.ჯი) სანკტ-პეტერბურგში დაბადებული კლეინმიხელი წარმოადგენდა რუსეთის იმპერატორის – ნიკოლოზ I-ის ნდობით აღჭურვილ პირს (დავალებების მეტისმეტი ბეჯითი შესრულებისათვის,რასაც მრავალი ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,გარკვეული ხნით ციმბირის გენერალ გუბერნატორობა ებოძა).
მას შემდგომ,რაც კლეინმიხელის ვაჟს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულების მოწყობაში დასდეს ბრალი და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს,სიკვდილმისჯილ ვაჟთან საკანში პეტრე შევიდა.მან,როგორც ამბობენ,ჟანდარმებისა და ჯაშუშების თანდასწრებით,სასიკვდილოდ განწირულ ვაჟს საყვედურები და ლანძღვა გინება დაატეხა თავს,რათა ამით თავისი ერთგული ქვეშევრდომობა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა მეფისათვის.
„მამობრივი შეგონება” მან ასეთი შეკითხვით დაასრულა: „მაინც რა გინდოდა?!” – „ეს გრძელი ამბავია, – უპასუხა მამას ღრმად შეურაცხყოფილმა შვილმა, – სხვათა შორის მინდოდა,რომ ისეთი გენერალ-გუბერნატორის არსებობაც კი შეუძლებელი იყოს,როგორიც თქვენ იყავით ციმბირში”. – ასეთი სიტყვებით დასრულდა კარიერისტ მამასა და სასიკვდილოდ განწირულ ვაჟს შორის გამართული უკანასკნელი საუბარი.
„გულმოდგინება ყოველივეს სძლევს”. – როგორც გამოჩნდა ტყუილად არ ეწერა კლეინმიხელის საგრაფო გერბს… – (ავტორი გენია.ჯი)