იმანუელ კანტის შესახებ…
„როდესაც მსურდა ცოლი მყოლოდა,მაშინ არ შემეძლო მისი შენახვა, და როდესაც შემეძლო – უკვე აღარ მსურდა”. – სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ასე განაცხადა უცოლშვილოდ გადაგებულმა და მშობლიურ ქალაქ კენიგსბერგზე (თანამედროვე კალინინგრადი) უზომოდ შეყვარებულმა გენიალურმა გერმანელმა ფილოსოფოსმა და გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა – იმანუელ კანტმა (1724-1804 წლები). (ავტორი გენია.ჯი) არისტოკრატული გრაციის მქონე იმანუელმა დაქორწინებაზე უარი თავისი მოკრძალებული საყოფაცხოვრებო პირობებისა და ერთობ დაბალი შემოსავლის გამო თქვა.ის კი არა და, ამ უდიდესმა ფილოსოფოსმა საკუთარი ბინის შეძენა კენიგსბერგში მხოლოდ და მხოლოდ სამოცი წლის ასაკში მოახერხა.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, 157 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე კანტი მშობლიურ ქალაქზე ფანატიკურად იყო შეყვარებული,რის გამოც უამრავ მომხიბლავ წინადადებაზე განაცხადა უარი მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით,რომ იგი კენიგსბერგს ვერ მიატოვებდა. (ავტორი გენია.ჯი) მკაცრი დღის წესრიგის მოყვარული იმანუელი ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს სეირნობდა ქალაქის ქუჩებში,რის გამოც გენიალური გერმანელი ფილოსოფოსის მარშრუტს ხალხმა სიყვარულით – „ფილოსოფიური გზა” უწოდა.ცნობილია,რომ ერთ დღეს კანტმა მის მიერვე დაწესებულ დროს „ფილოსოფიურ გზაზე” გამოსვლა და გასეირნება დააგვიანა,რის გამოც ადგილობრივებმა საათის ისრებიც კი გადასწიეს უკან,რადგან მათთვის წარმოუდგენელი იყო,რომ კენიგსბერგის უდიდეს მოქალაქეს დაგვიანება ძალუძდა.
მრავალი უცნაური თვისების მატარებელი ფილოსოფოსი დღეში მხოლოდ ერთხელ სადილობდა.გადმოგვცემენ,რომ იმანუელის სადილობა ერთგვარ რიტუალს წარმოადგენდაო.ცნობილია ისიც,რომ იგი არასოდეს სადილობდა მარტო, და როგორც წესი,მასთან ერთად კიდევ ხუთი ან ცხრა ადამიანიც ტრაპეზობდა.მუდმივად იძინებდა საღამოს ათ საათზე და მუდმივადვე იღვიძებდა დილის ხუთ საათზე.
სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს იმანუელს დემენცია განუვითარდა (ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობა,რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების მოშლა).მიუხედავად ამისა,მას მაინც უდიდეს პატივს მიაგებდნენ არა მხოლოდ უნივერსიტეტის თანამშრომლები,არამედ კენიგსბერგის უბრალო მოქალაქეებიც.
იმანუელ კანტი 1804 წლის 12 თებერვალს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქ კენიგსბერგში.
P.S. გერმანიის ფაშისტური ხელისუფლება ჰიტლერის ხელმძღვანელობით ძალიან ამაყობდა სახელოვანი გერმანელი ფილოსოფოსით,რის გამოც მას – „ჭეშმარიტი არიელი” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)