ჯეროლამო კარდანოს ტრაგიკული ხვედრი
რთული ასახსნელია,თუმცა ფაქტია,რომ დიადი ადამიანების ცხოვრება სავსეა პარადოქსებითა და ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებით. (ავტორი გენია.ჯი) ასეთივე ხვედრი ხვდა წილად აღორძინების ეპოქის გენიალურ იტალიელ მათემატიკოსს,ფილოსოფოსსა და ასტროლოგს – ჯეროლამო კარდანოსაც (1501-1576 წლები),იმ კარდანოს,რომლის ნაშრომებმაც (განსაკუთრებით ავტობიოგრაფიულმა წიგნმა – „ჩემი ცხოვრების შესახებ”) ნათელი კვალი დატოვეს ისტორიაში.აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას გავამახვილებ არა კარდანოს მიღწევებზე,არამედ მის ცხოვრებისეულ უბედურებებზე.ცნობილია,რომ ჯეროლამოს უფროს ვაჟს – ჯამბატისტა ერქვა.იგი დაქორწინდა ქალზე,რომელმაც მალევე მეუღლეს ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად უქცია.ამ უკიდურესად საეჭვო რეპუტაციის მქონე ქალს იმდენად უხიაგი ხასიათი გააჩნდა,რომ მას ხშირად ადარებენ სოკრატეს უხიაგივე ცოლს – ქსანტიპას.სწორედ ქალის ისტერიული და ანჩხლი ხასიათი ხდებოდა კარდანოების ოჯახში მუდმივი კონფლიქტების საფუძველი.ერთ დღეს,ისტერიაში ჩავარდნილმა ქალმა ქმარს თავიანთი შვილების ნამდვილი მამების სახელები ჩამოუთვალა.ეს იმდენად დიდი დარტყმა აღმოჩნდა შეურაცხყოფილი ქმრისათვის,რომ ჯამბატისტამ ნაცნობი აფთიაქარისაგან ძლიერმოქმედი შხამი შეიძინა და თავის მსახურს დაავალა იგი მეუღლისათვის მისართმევ ტორტში შეერია.რამდენიმე დღეში ჯამბატისტას გეგმა განხორციელებული იქნა,რასაც შედეგად მისი შეურაცხმყოფელი ცოლის გარდაცვალება მოჰყვა თან. (ავტორი გენია.ჯი) მალევე,ჯამბატისტა და მისი მსახური დააკავეს.სასამართლომ კი ორივე მათგანს განზრახ მკვლელობისათვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა თავის მოკვეთის საშუალებით.
უფროსი ვაჟის ცხოვრებისეულმა უბედურებამ და სიკვდილით დასჯამ დიდი იტალიელი ენციკლოპედისტი და სწავლული სრულ სიგიჟემდე მიიყვანა.რამდენიმე ხნის განმავლობაში იგი დღისით შეშლილივით დააქროლებდა ცხენს მინდვრებზე,ხოლო ღამით კი ლოთობასა და აზარტულ თამაშებს ეძლეოდა.იმისათვის,რომ ჯეროლამოს სულიერი ტკივილი გაექარვებინა,მრავალი სახის ფიზიკურ დაზიანებასა და შიმშილობას მიჰყო ხელი.
პირველი ტრაგიზმი და უბედურება ჯერ კიდევ არ ჰქონდა მონელებული კარდანოს,რომ თავს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა სასოწარკვეთილ გენიოსს.ჯეროლამოს მეორე ვაჟი – ალდო ალკოჰოლის მოყვარულ მძარცველად იქცა.ამ ფაქტმა უბედური მამა იმ დონემდე განარისხა,რომ მათ შორის წარმოქმნილი ერთ-ერთი დავისას საკუთარ ვაჟს ხანჯლით ყური მოაჭრა. და ეს გააკეთა კაცმა,რომელმაც უამრავი მეთოდი დაგვიტოვა ბავშვთა ჰუმანური მეთოდით აღზრდისა.
მალევე მშობლისაგან ყურმოკვეთილმა ალდომ მამა გაძარცვა,სახლი გადაწვა და ჯეროლამოს მოკვლითაც დაემუქრა.ამის შემდგომ უბედური კარდანო ხელისუფლებას დაუკავშირდა და დახმარების თხოვნით მიმართა.რამდენიმე დღეში ალდო დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს (მოგვიანებით ალდოს განაჩენი შეუმსუბუქეს და იგი ქალაქიდან გაასახლეს).
ასე ტრაგიკულად განვითარდა გენიალური იტალიელი სწავლულის პირადი ცხოვრება. აკი ზემოთ ავღნიშნე – „დიადი ადამიანების ცხოვრება სავსეა პარადოქსებითა და ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებით-თქო”.