პოლ გოგენი – „ეპიზოდი”
1873 წელს გენიალური ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი – პოლ გოგენი (1848-1903 წლები) ახალგაზრდა დანიელ გოგონაზე – მეტე-სოფი გადზე დაქორწინდა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდგომ,რაც იგი მეუღლის მშობლიურ ქალაქ კოპენჰაგენს ესტუმრა,რამდენიმე ხანში დაასკვნა,რომ მეტეს მშობლებისა და ნათესავების თვალში ჯიბეგამოფხეკილი სიძე მხოლოდ ზედმეტ ტვირთს წარმოადგენდა.გარდა ამისა,მხურვალე ტემპერამენტიანი გოგენისათვის დანიური მკაცრი საზოგადოებაც მეტისმეტად ცივი აღმოჩნდა.დანიაში გატარებული პერიოდის შესახებ მოგვიანებით პოლ გოგენი მწარედ იხსენებდა: „მეც შევიცანი ჩრდილოეთი.მაგრამ ის,რაც იქ მომეწონა ყველაზე მეტად,ჩემი სიდედრი კი არ იყო,არამედ გარეული ფრინველი,რომელსაც იგი საოცრად გემრიელად ამზადებდა…” – (ავტორი გენია.ჯი)