იცით თუ არა,რომ
1. XIX საუკუნეში სიმბოლო ამპერსანდი (&) ინგლისური ანბანის 27-ე ასოს წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული სიტყვა – „ბოსი” იაპონური სიტყვიდან – „განყოფილების მეთაურიდან” მომდინარეობს და მისი გამოყენება გასული საუკუნის შუა ნახევრიდან დაიწყეს.ცნობისათვის,ეს ის პერიოდია,როდესაც აშშ-მა იაპონიის ოკუპაცია მოახდინა.
* * *
3. საფრანგეთის მეფის – ლუი XIII-ეს მმართველობის ჟამს განსაკუთრებით იმატა დუელების რიცხვმა.ამის ნათელი მაგალითია ისიც,რომ მისი მეფობის მანძილზე დუელში ოთხი ათასზე მეტი არისტოკრატი იქნა დაღუპული.
* * *
4. იისფერი – საფრანგეთის სამეფო სახლის სამგლოვიარო ფერი იყო.
* * *
5. მეტრიკით,ესე იგი,ნათლობით,გენიალური ქართველი ფილოსოფოსის – შალვა ნუცუბიძის სახელი – ვარლამი გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველმა რექტორმა – პეტრე მელიქიშვილმა ახალი წიგნის გაჭრის დროს დანით თითი გაიჭრა.სამწუხაროდ,ამ უბრალო შემთხვევამ დიდი გართულება გამოიწვია: პეტრეს განუვითარდა განგრენა,რომელმაც იმსხვერპლა კიდეც დიდი ქართველი მეცნიერი.
* * *
7. გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი – ვინსენტ ვილემ ვან გოგი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან,რომ ალბერ ორიეს ერთადერთ სტატიას თუ არ მივიღებთ მხედველობაში,საერთოდ ვერ ეღირსა ვწერავითარ შეფასებას და მით უმეტეს აღიარებას.
* * *
8. „ისტორიკოსი,რომელიც მომხდარ ამბებზე შეგნებულად სდუმს,არანაკლებ სიცრუეს სჩადის,ვიდრე იგი,ვინც არარსებულს თხზავს”. – ჯერ კიდევ IV საუკუნის ბოლოს წერდა დიდი რომაელი ისტორიკოსი – ამიანე მარცელიანე.
* * *
9. გენიალური ქართველი კომპოზიტორი – ზაქარია ფალიაშვილი თავის უკვდავ ქმნილებას (ოპერას) – „აბესალომ და ეთერი”-ს ათი წლის განმავლობაში წერდა.
* * *
10. როდესაც ხანდაზმულ ასაკში შესულ და ჯანმრთელობაშერყეულ დიდ რუს კომპოზიტორს – სერგეი რახმანინოვს ახლობლებმა დასვენება ურჩიეს,მას საპასუხოდ განუცხადებია – „ამიკრძალეთ კონცერტები და მე მოვკვდებიო”. – (ავტორი გენია.ჯი)