ჰო’ოპონოპონო

ჰო’ოპონოპონო – ჰავაური ენიდან თარგმანით – გამოსწორებას აღნიშნავს და წარმოადგენს შერიგებისა და პატიების უძველეს ჰავაურ პრაქტიკას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პრაქტიკის მიხედვით ადამიანის ბიოველში,გონებასა თუ ფსიქიკაში გროვდება ბევრი „ჰარა”,ანუ შეცდომა,რომელიც თავის მხრივ,პოლინეზიელი ხალხის რწმენით,ამა თუ იმ ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი ხდება და რომელსაც უცილობლად ესაჭიროება გაწმენდა.ჰავაელები მიიჩნევენ,რომ მამის მიერ ჩადენილი ცოდვა შვილებს დაატყდებათ თავს.მათივე აზრით,თუკი ბავშვს ავადმყოფობა შეეყრება,ამაში მისი მშობლები არიან დამნაშავენი და იმისათვის,რომ უბედურება თავიდან აიცილონ და კვლავაც ჰარმონიული დრო დაუბრუნდეთ,აუცილებელია ჰო’ოპონოპონოს პრაქტიკას მიმართონ.ასეთი სახის განწმენდისათვის ჰო’ოპონოპონოს ოთხი ინსტრუმენტი გააჩნია და ამ ინსტრუმენტების ფრაზებია: „მე შენ მიყვარხარ”, „ვწუხვარ”, „მაპატიე” და „მადლობელი ვარ”.

ჰავაელთა აზრით ამ სიტყვების ხშირად გამოყენება სულიერად „განწმენდს” ადამიანს ჩადენილი ცოდვებისა თუ დაშვებული შეცდომებისაგან.

თანამედროვე ეპოქაში ჰო’ოპონოპონოს პრაქტიკა გავრცელებუალია არა მხოლოდ ჰავაიზე,არამედ წყნარი ოკეანის აუზის ჩრდილოეთით განთავსებულ სხვა ქვეყნებშიც.კერძოდ კი – ახალ ზელანდიაში,სამოასა და ტაიტიზე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>