ჩარლი ჩაპლინი – „ეპიზოდი”
ერთხელ გამოჩენილმა ინგლისელმა მწერალმა და 1930-იანი წლების ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ავტორმა – უილიამ სომერსეტ მოემმა (შეგახსენებთ მის ცნობილ ფრაზას: „ფული მეექვსე გრძნობაა.ადამიანს იგი უნდა ჰქონდეს,რადგან მის გარეშე დანარჩენ ხუთს ვერ გამოიყენებს”. – ავტორი გენია.ჯი) მის მიერ დაწერილ ერთ-ერთ წერილში გენიალური ინგლისელი კომედიური ჟანრის მსახიობის – ჩარლი ჩაპლინის შესახებ დაწერა,რომ კინემატოგრაფიის მეტრს ღარიბი ადამიანების ცხოვრება უფრო მეტად მოსწონს,ვიდრე მდიდრებისო.სომერსეტ მოემის აღნიშნულ წერილს თავად ჩაპლინიც გაეცნო და მან საპასუხოდ შემდეგი რამ განაცხადა: „ზოგი ძალიან ცდილობს,მიმზიდველად დასახოს სიღატაკე სხვებისთვის და მე ეს მაბრაზებს.არ შევხვედრივარ ღარიბ ადამიანს,თავის სიღარიბეს რომ სინანულით მისტიროდეს და ენატრებოდეს,ანდა თავისუფლებას ხედავდეს მასში.არა მგონია,ძნელი ასატანი იყოს სიმდიდრე – პირიქიტ,მე დიდი თავისუფლება მომანიჭა მან”. – (ავტორი გენია.ჯი)