კოტე მარჯანიშვილი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური ქართველი რეჟისორი - კოტე მარჯანიშვილი (1872-1933 წლები) თამბაქოს აქტიური მომხმარებელი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) და რადგანაც იგი ბევრს ეწეოდა,მუშაობაშიც ხელი ეშლებოდა.ცნობილია ისიც,რომ სურათის მონტაჟი დღენიადაგ მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და ხშირად თავად უჯდა სამონტაჟო მაგიდას.იმ პერიოდის ფირი ადვილად აალებადი და ფეთქებადი გახლდათ,რის გამოც თამბაქოს მოყვარულმა რეჟისორმა ოსტატს სპეციალური მუნდშტუკი დაამზადებინა,რომელშიაც ცეცხლმოკიდებულ პაპიროს სდებდა და ისე ეწეოდა.იმ დროს კი,როდესაც მარჯანიშვილი სურათის მონტაჟზე მუშაობდა და თან სიგარეტს ეწეოდა,ყოველი შემთხვევისათვის კოტესთან ახლოს მუდმივად იმყოფებოდა მორიგე მეხანძე წყლით სავსე ვედროთი. – (ავტორი გენია.ჯი)