დიოკლეტიანე – „ეპიზოდი”
მას შემდგომ,რაც ქრისტიანთა დაუძინებელი მტერი,რომის იმპერატორი – დიოკლეტიანე (244-311 წლები) ტახტიდან გადადგა,მშობლიურ დალმაციაში,კერძოდ კი ქალაქ სალონში გადაბარგდა საცხოვრებლად და მისი ერთ-ერთი ჰობით – მებაღეობით დაკავდა. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის ქალაქი გახლდათ,სადაც საცხოვრებელს მრავალი წლის განმავლობაში იწყობდა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეთა გასატარებლად რომის საიმპერატორო ტახტიდან გადამდგარი დიოკლეტიანე.მან იქ საუკეთესო ოსტატებს ააგებინა სასახლეები,ტაძრები,შადრევნები,კოლონადები და თერმები.გარდა ამისა მისივე ხელით შექმნა დიდებული ბაღ-ბოსტნებიც,რომელთაც იგი თავს ევლებოდა.„რა მშვენიერებაა საკუთარი ხელით გაახარო ყვავილები და ბოსტნეული.ახლა ვერაფერი მაიძულებს მივატოვო ეს სიამოვნება და გამოვედევნო ხელისუფლების აჩრდილსო”, – ხშირად იმეორებდა დიოკლეტიანე. და როდესაც მასთან გალერიუსი და მაქსიმიანე მივიდნენ თხოვნით,კვლავაც ხელში აეღო ძალაუფლება,„მემწვანილე-იმპერატორმა” მათ უარი შეთავაზებულ წინადადებაზე შემდეგი სიტყვებით უთხრა: „ – თქვენ რომ გაჩვენათ კომბოსტო,რომელიც მე ჩემი საკუთარი ხელებით დავრგე,ასეთ წინადადებას აღარ მომცემდით”. – (ავტორი გენია.ჯი)