კოლონი

კოლონი – ძველ რომში წარმოადგენდა მიწას მიჯაჭვულ გააზატებულ მონას,ან ტყვეს,ან ვალგაუსტუმრებელ პირს,რომელიც მონათმფლობელის მიწას იჯარით ამუშავებდა და მასვე,ბატონს,გადასახადს ნატურით უხდიდა. (ავტორი გენია.ჯი) კოლონი თავისი უფლებითა და მდგომარებით ნახევრად მონა იყო.კონსტანტინეს კანონმდებლობით,გაქცეული კოლონი ბორკილდადებული უკანვე უბრუნდებოდა მასზე გაპიროვნებულ მიწას.დიდი ფულადი გამოსაღებით ჯარიმდებოდა ის თავისუფალი მოქალაქე,რომელიც სხვისგან გაქცეულ კოლონს შეიფარებდა.კოლონის შთამომავლობასაც არ ჰქონდა უფლება იმ მიწის მიტოვებისა,რომელზეც მისი მამა-პაპეული იყო მიჯაჭვული.კოლონს თავისი ქალიშვილიც კი მხოლოდ და მხოლოდ მისი ბატონის მეურნეობაში მომუშავე კოლონზე უნდა დაექორწინებინა.საერთოდ,კოლონებს თავისუფალ მოქალაქეებთან ქორწინება ეკრძალებოდათ.მათ ნება არ ჰქონდათ სამოსამართლო საქმე აღეძრათ თავისი ბატონის წინააღმდეგ.გარდა ამისა კოლონებს უფლება არ ჰქონდათ საკუთარი ინვენტარისა და მოსავლის გაყიდვისა ბატონის უნებართვოდ.ბატონის დასტურის გარეშე არ შეეძლოთ სამხედრო სამსახურში შესვლაც. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>