ვაკეთოთ უმისამართო სიკეთე

ნეაპოლში ყოფნისას დიდებულ იტალიელ პოეტსა და მწერალს – ტონინო გუერას (1920-2012 წლები) შესანიშნავმა იტალიელმა კინორეჟისორმა – ვიტორიო დე სიკამ (1901-1974 წლები) ნიშნისმოგებით უთხრა – „ვიცი,რომ ჩრდილოეთ იტალიელებს სახრეთელები ნაკლებად გიყვართ.ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ,რის გამოც სამხრეთელები უფრო შეგიყვარდებაო”, და იქვე,სადგურის ახლოს მდებარე საზაფხულო კაფეში დავსხედით.საშინლად ცხელოდა და კაფეს კარი ღია იყო.კაფეში მყოფმა ორმა ახალგაზრდამ მიმტანს ხუთი ყავა შეუკვეთა და უთხრა: „ – ორს აქ დავლევთ,სამს კი დავიმახსოვრებთო”. (ავტორი გენია.ჯი)

მათ ხუთი ფინჯანი ყავის საფასური გადაიხადეს.თითო-თითო ფინჯანი ყავა დალიეს და წავიდნენ.გუერა დე სიკას მიუტრიალდა: „რას ნიშნავს დამახსოვრებული ყავა?”

- მოიცადე. – უთხრა დე სიკამ.

ამ დროს კაფეში სოლიდურად ჩაცმული მამაკაცები შედიან.ისინი სამნი იყვნენ,მაგრამ შვიდი ყავა შეუკვეთეს: „სამს დავლევთ,ოთხი – დავიმახსოვროთ”.შვიდი ფინჯანი ყავის გადაიხადეს,დალიეს სამი ფინჯანი და წავიდნენ.

გაოცებული ტონინო ვიტორიას უყურებდა.ის დუმდა.შუადღე დადგა.მზე ანათებდა.კაფეში აჩაჩულ-დაჩაჩული ღარიბი შევიდა.მან აქეთ-იქით მიმოიხედა,შემდეგ ბარმენს ჩუმად,ძლივს გასაგონი ხმით მიმართა: „დამახსოვრებული ყავა არის?” – (ავტორი გენია.ჯი)

ტონინო გუერა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>