ალექსანდრე გერცენი წერდა…
„სრულიად არ მაკვირვებს ჩვეულებრივი მტრობა გერებსა და დედინაცვლებს შორის: ეს ბუნებრივია,ზნეობრივია.დედის ნაცვლად მოყვანილი ახალი პიროვნება ბავშვებში ზიზღს იწვევს.მათთვის მამის მეორე ქორწინება – მეორე დასაფლავებაა. (ავტორი გენია.ჯი) ამ გრძნობაში ნათლადაა გამოსახული ბავშვის სიყვარული,რომელიც ობლებს ჩასჩურჩულებს: „ცოლი შენი მამისა სრულიადაც არაა შენი დედა”.ქრისტიანობას დასაწყისში ქორწინება ესმოდა იმ გაგებით,რომელსაც იგი ანვითარებდა სულის უკვდავების შესახებ,მეორედ ქორწინება ამ გაგებით საზოგადოდ სისულელეა,მაგრამ თანდათან უთმობდა ამა სოფელს,ეკლესიამ ჭკუით მოატყუა იგი და წააწყდა ცხოვრების ულმობელ ლოგიკას – ბავშვის ალალმართალ გულს,რომელიც პრაქტიკულად აღუდგა წინ ღვთისმოშიშ უაზრობას – თითქოს მამის მეგობარი მისი დედა იყოს.
თავის მხრივ,ქალიც,რომელიც დაქორწინებისთანავე მზამზარეულ ოჯახს და ბავშვებს ხვდება,უხერხულ მდგომარეობაში ვარდება: ქალს ბავშვებთან არავითარი საერთო არა აქვს.ამიტომ მან თავის არსებაში ნაძალადევად უნდა აღძრას გრძნობები,რომლებიც მას არ შეიძლება გააჩნდეს,უნდა დაარწმუნოს თავისი თავი,თითქოს სხვისი ბავშვები მისთვის ისევე საყვარლები არიან,როგორც საკუთარი”. – (ავტორი გენია.ჯი)