ალექსანდრე გერცენი წერდა…

„მე მძულს,განსაკუთრებით,დემაგოგიური მლიქვნელობა ბრბოს წინაშე,მაგრამ კიდევ უფრო მეტად მძულს არისტოკრატიული ცილისწამება ხალხის მიმართ,როდესაც გაუბედურებულ,გაღატაკებულ და დამცირებულს ადამიანებს გარყვნილ ცხოველებად წარმოგვიდგენენ,ამით ისინი სხვებს თვალს უხვევენ და საკუთარი სინდისის ხმას ახშობენ.ჩვენ იშვიათად ვართ მდაბიო ხალხზე უკეთესი,მაგრამ უფრო რბილად გამოვთქვამთ,მოხერხებულად ვმალავთ ეგოიზმსა და ავვნებებს; ჩვენი სურვილები ისე უხეში და აშკარა არ არიან,იმიტომ,რომ ადვილად შეგვიძლია მათი დაკმაყოფილება,თავის შეკავებასაც არა ვართ ჩვეულნი; ჩვენ უფრო მდიდარნი ვართ,მაძღარნი და ამიტომ უფრო სასტიკად მომკითხველნი.როდესაც გრაფმა ალმავივამ ჩამოჺტვალა სევილიელ დალაქს თვისებანი,რმელთაც იგი მსახურისაგან მოითხოვს,ფიგარომ ამოოხვით შენიშნა: „თუ მსახურს ყველა ეს ღირსება უნდა ჰქონდეს,განა ბევრი მოიძებნება ისეთი ბატონი,რომელიც ლაქიად გამოდგება?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღვინო აბრუებს ადამიანს,აძლევს თავდავიწყების საშუალებას,ხელოვნურად ამხიარულებს,აღიზიანებს; ეს გაბრუება და გაღიზიანება იმდენად უფრო მოსწონს ადამიანს,რამდენადაც იგი ნაკლებ განვითარებულია,რამდენადაც უფრო მეტად შეზღუდულია ვიწრო,ფუჭი ცხოვრების მოთხოვნილებებით.როგორღა არ დალიოს ადამიანმა,რომელსაც მისჯილი აქვს მუდმივი სიღარიბე?” – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>