იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე წერდა…
„თუ შემეკითხებიან – არის თუ არა ჩემში მისდამი (ქრისტესადმი) თაყვანისცემის გრძნობა,მე ვეტყოდი: დიახაც-მეთქი.მე ქედს ვიდრეკ მის წინაშე,რადგან მას ზნევობრიობის უზენაეს პრინციპის განცხადებად ვთვლი.
თუ შემეკითხებიან – მზეს თუ სცემო თაყვანს? აქაც განმეორებით ვიტყოდი უთუოდ: დიახაც-მეთქი: რადგანაც მზე უზენაესის განცხადებაა,უაღრესი და უდიდესი განცხადება.მე თაყვანს ვცემ მზეში მოცემულ პირველად ძალას სინათლისას და ქმნადობრივ ძალას და თესლს ღმერთობისას,რადგან ამ ძალის შემწეობით ცოცხალვართ როგორც ჩვენ,ისე ცხოველნი და მცენარენი.მაგრამ უკეთუ შემეკითხებიან: მოციქულის პავლეს ან პეტრეს ცერისძვლის წინაშე ქედს თუ მოიდრეკო,მაშინ უთუოდ ამგვარ პასუხს მიიღებენ ჩემგან: ეკლესიის სჯულისდებაში მრავალი სიშლეგეა-მეთქი,მაგრამ ამ ეკლესიას ბატონობისადმი მიდრეკილება სჩვევია და საამისოდ შეზღუდულ მასსებს იკრეფს თავის გარშემო,რათა ეს მასსები დაიმორჩილონ და განუკითხავად განაგონ-მეთქი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უკვდავების იდეებით თავის გართობა,ბრწყინვალე წოდების,განსაკუთრებით ქალების საქმეა,იმათი,ვისაც საქმე შემოლევია.ხოლო საქმიანი კაცი,რომელსაც სწადია სააქაოში შეჰქმნას თვალსაჩინო რამ,დღედაღამ იღწვის და იბრძვის,მომავალ სამყაროს და საიქიოს ამბებით თავს არ იწუხებს და სააქაოსთვის კიდეც შეძლებისამებრ”.
* * *
„როცა საზოგადოებაში მიდიხართ,გულის კლიტენი შინ დასტოვეთ”.
* * *
„ნამდვილი ცხოვრება ხანდახან ისე ხუნდება,რომ ჟამიდან ჟამზე მას მისტიფიკაციით და სიცრუით გადახალისება ესაჭიროება”. – (ავტორი გენია.ჯი)