პოეტების მდგომარეობა XVIII საუკუნის გერმანიაში
XVIII საუკუნის გერმანიაში პოეტების ბედი ერთობ არასახარბიელო გახლდათ.მათ არც მატერიალური შესაძლებლობები გააჩნდათ და არც ავტორიტეტი. (ავტორი გენია.ჯი) პოეტი,როგორც პროფესია არ არსებობდა და იგი უმეტესწილად კარის მოშაირედ მიიჩნეოდა.უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირის გამოისობით,თავმოყვარეობაშელახული პოეტები მეფეების,მთავრებისა და ჰერცოგების ნასუფრალს იყვნენ მიჩერებულნი.მრავალი ტალანტი დაიღუპა ამ პირობებში,მრავალი ტალანტი… რადგან პოეტი ტაკიმასხარად და ქალაჩუნა მეხოტბედ ჰყავდა მიჩნეული იმ პერიოდის საზოგადოებას.ეს კი თავის მხრივ,ნათლად მიუთითებს იმავე საზოგადოების ზნეობრივ სიდუხჭირესა და რიგორიზმზე (სისტემა, რომლის თანახმადაც ზნეობის საფუძველს კანონისადმი უსიტყვო მორჩილება წარმოადგენს.იგი კომპრომისის ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს).მოკლედ რომ ვთქვათ – სიმახინჯემდის დაყვანილი ზნეობრიობის ეტიკეტის საბურველში გახვეული გერმანული საზოგადოება პოეტებს,რაოდენ ნიჭიერნიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი,ჰკვეთდა და ჰკიცხავდა თავისი რიგებიდან. – (ავტორი გენია.ჯი)