Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

არსებობენ ადამიანები,რომელნიც დაავადებულნი არიან პოლიტიკური მოღვაწეობის მოთხოვნილებით და ამის შესაძლებლობა კი არ მოეპოვებათ თავიანთი კაბინეტების ოთხკედელში,ან ოჯახურ ცხოვრებაში.ისინი ვერ იტანენ მარტოობას,მარტოობაში მათ იპყრობს შავი ნაღველი,მოწყენილობა,მიზეზობენ,ჭირვეულობენ,ეჩხუბებიან ახლო მეგობრებსაც კი,ყველგან ინტრიგას ხედავენ,მათ წინააღმდეგ მიმართულს,თვითონაც ინტრიგობენ იმ მოსაზრებით,რომ აღმოაჩინონ არარსებული მზაკვრობანი.

მათ ჰაერივით ესაჭიროებათ სცენა და მაყურებლები; სცენაზე ისინი,მართლაც,გმირები არიან და აუტანელს აიტანენ.მათთვის აუცილებელია ხმაური,ქუხილი,ტაშის გრიალი; მათ მოთხოვნილებად აქვთ სიტყვის წარმოთქმა,მტრების გამოკამათების მოსმენა; მათთვის აუცილებელია გამაღიზიანებელი ბრძოლა,სიცხარე,საშიშროების ციებცხელება, – თუ მათ ასეთი აღმძვრელი საშუალება არ გააჩნიათ,სევდა იპყრობთ,ჭკნებიან,სულიერად ეცემიან,მძიმდებიან,აქეთ-იქით ასკდებიან,შეცდომებს სჩადიან. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>