ნიკოლოზ I – „ეპიზოდი”
ერთ დღეს,თავისი მრისხანე და დაუნდობელი ხასიათით ცნობილმა რუსეთის იმპერატორმა - ნიკოლოზ I-მა (1796-1855 წლები) თავის ოჯახში,საიდუმლო პოლიციის ორი-სამი უფროსის,ორი-სამი სეფექალისა და კარის გენერლების თანდასწრებით სცადა მოესინჯა თავისი თვალების ძალა საკუთარ ქალიშვილზე – მარიაზე. (ავტორი გენია.ჯი) მარია მამას ჰგავდა და მისი გამომეტყველება,მართლაც,მოგაგონებდათ ნიკოლოზის შესაზარ გამომეტყველებას.ქალიშვილმა გაბედულად გაუძლო მამის მზერას.ნიკოლოზი გაფითრდა,ლოყები აუთრთოლდა და თვალები კიდევ უფრო გაუბოროტდა.მას ასეთივე მზერით უპასუხა ქალიშვილმაც.ირგვლივ ყველაფერი გაფითრდა და აცახცახდა,დაძაბული სეფექალები და კარის გენერლები სულს ვეღარ ითქვამდნენ თვალების კანიბალურ-მეფურ ორთა ბრძოლის გამო; თუ კარგად გავიხსენებთ,ასეთი რამ ჯორჯ ბაირონს აქვს აღწერილი „დონ-ჟუანში”.
ბოლოს და ბოლოს ნიკოლოზი წამოდგა, – იგრძნო-რა,რომ ცელი ქვას მოხვდა. – (ავტორი გენია.ჯი)
მარია ნიკოლოზის-ასული