კაზიმირ პიერ პერიეს მოკლე დახასიათება…
მას შემდგომ,რაც ჟაკ ლაფიტმა დასტოვა თავისი თანამდებობა,საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ესოდენ საპატიო პოსტი დაიკავა ფრანგმა ბანკირმა და პოლიტიკოსმა – კაზიმირ პიერ პერიემ (1777-1832 წლები).ივლისის მონარქიის აქტიური მონაწილე კაზიმირ პერიე ტანმაღალი,შთამაგონებელი შესახედაობის მქონე კაცი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მათ,ვისაც შემთხვევა არ ჰქონდათ ყოფილიყვნენ პერიეს გააფთრებული გულისწყრომის მოწმენი,მისი მანერები მშვიდი და კეთილშობილებით აღსავსე ეჩვენებოდათ.თუმცა კი… სძულდა არისტოკრატები,ხალხს კი სიძულვილის ღირსადაც არ სთვლიდა – ხალხი უბრალოდ სძაგდა. „ბარბაროსების ხროვა,რომელიც ყოველთვის მზადაა ძარცვა-გლეჯისათვის! ყოველთვის მოხარულია სისხლში იცურაოს!” – ამბობდა იგი.პერიეს სიმაყეს საზღვარი არ ჰქონდა.საკუთარი დიდების მწვერვალიდან მედიდურად დაჰყურებდა თავისი კაბინეტის მინისტრებს,რომელთაც ხან ამცირებდა,ხან ამასხარავებდა, და ხანაც რისხვად ატყდებოდა თავს.მისთვის სრულიად უცხო იყო სულგრძელობა და ერთგულება.ასევე უცხო იყო მაღალი ზრახვანიც.იმისათვის,რომ ბურჟუაზიისა და მეფის ხელისუფლება ეხსნა,მეფისა,რომელიც ესოდენ სძულდა და რომელსაც ერთგულად და ალალმართლად ემსახურებოდა.გარდა ამისა,ყოველთვის მზადყოფნაში იმყოფებოდა მტრებს სასტიკად გასწორებოდა.
აი,ასეთი ამაზრზენი თვისებების მქონე კაცი განაგებდა საფრანგეთს 1831 წლის 13 მარტიდან 1832 წლის 16 მაისამდე. – (ავტორი გენია.ჯი)