გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი – „ეპიზოდი”
ერთხელ რომის ლეგენდად ქცეულ იმპერატორს - გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსს (ძვ.წ.აღ-ით 69- ახ.წ.აღ-ით 14 წლები) შეატყობინეს,რომ მის არმიაში მსახურობდა ყმაწვილი,სახელად – ჰერენიუსი,რომელიც არა მხოლოდ გეი იყო,არამედ ჯარისკაცებშიც ფართოდ ეწეოდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე წარუმატებელი გაფრთხილების შემდეგ,იმპერატორმა ჰერენიუსის არმიის რიგებიდან დათხოვნა ბრძანა,თუმცა-კი მასთან აუდიენციაზე უარი არ უთქვამს.
- როგორ უნდა დავბრუნდე სახლში? რა ვუთხრა მამას,რომელმაც ყველა თავისი იმედი ჩემზე და ჩემს სამხედრო კარიერაზე დაამყარა? რითი ვიმართლო თავი? – ამ სიტყვებით მიმართა აუდიენციის დასასრულს სასოწარკვეთილმა ჰერენიუსმა იმპერატორს.
- უთხარი,რომ მე შენ არ მოგეწონე. – მრავლისმეტყველად უპასუხა ავგუსტუსმა. – (ავტორი გენია.ჯი)