შალვა ნუცუბიძის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები…
იდგა 1969 წლის 6 იანვარი… სიკვდილის სარეცელს მიჯაჯვულიყო კიდევ ერთი ქართველი გენიოსი – შალვა ნუცუბიძე… გარინდებული იწვა,თვალსაც არ ახელდა,მაგრამ როგორც კი ბავშვების ხმა შემოესმა,თვალები გაახილა,უცებ წამოიწია,სახე გაუნათდა,ხელები გაუწოდა,ყველას ერთად მოჰხვია ხელები და თქვა:
- რა კარგია,რომ მომისწარით,მე უკვე მივდიოდი,ვიმღეროთ „მრავალ ჟამიერ”,ჩვენ ხომ ისევ ერთად ვიქნებით ყველა!”
დაიწყო კიდეც სიმღერა და ბავშვებიც რომ ცრემლნარევი ხმით აჰყვნენ,მოწყვეტილად დაუშვა ხელები,ისევ კედლისაკენ გადაბრუნდა. – 9ავტორი გენია.ჯი)
ამ დროს ბატონ შალვასთან მისი ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე,უკვე პროფესორი აპოლონ შეროზია მივიდა.მან მხოლოდ თავი მოატრიალა,შეხედა თავის საყვარელ მოწაფეს,იცნო და ჰკითხა:
- ღმერთმა რომ ადამიანებს ცნობიერება მოგვანიჭა,ამით დაგვწყევლა თუ…?
ამ უზარმაზარმა კითხვამ აპოლონი განცვიფრებული დატოვა და ისე გავიდა მომაკვდავი მასწავლებლის პალატიდან,რომ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.
ცოტა ხნის შემდეგ დაბალი,მაგრამ გარკვეული ხმით მეუღლეს მიმართა: – ხელებს გულზე ნუ დამიკრეფ,ნურც სტალინივით დამიწყობ,დამიშვი უბრალოდ,დამასაფლავე გლდანში; გლდანი არ მიატოვო,ბავშვებს ხელი არ შეუშვა; თუ რამ ძვირფასი გაქვს,ნურავის მისცემ,რა იცი,რა დღე გელის,იქნებ წყლის მომწოდებელი არა გყავდეს და, თუ შვილები მოგხედავენ,მათ დარჩებათ ყველაფერი,რუსთაველს მიხედე”.
იდგა 1969 წლის 6 იანვარი… საქართველომ კიდევ ერთხელ და ვინ მოსთვლის,უკვე მერამდენედ,დაკარგა თავისი სასიქადულო მამულიშვილი… – (ავტორი გენია.ჯი)