რამდენიმე საინტერესო ფაქტი ძველ ბერძნული თეატრის ისტორიიდან…
ძველი ელადის მიწაზე არსებულ „სანახაობების ადგილს”,იგივე თეატრს,იმთავითვე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ბერძენი ხალხი. (ავტორი გენია.ჯი) თანამედროვე სახის თეატრებისაგან განსხვავებით,სპექტაკლში მონაწილეობას მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცები იღებდნენ,ისევე,როგორც სპექტაკლზე დასწრების პრივილეგიითაც მხოლოდ მამაკაცები სარგებლობდნენ.იმ შემთხვევაში,თუ მსახიობ მამაკაცს ლამაზი მანდილოსნის როლი უნდა განესახიერებინა,იგი სახეზე თეთრი ნიღბით გადიოდა სცენაზე,ხოლო თუკი მას არცთუ ისე მომხიბვლელი გარეგნობის ქალის სახე უნდა წარმოედგინა,მაშინ მსახიობი სახეზე ყვითელი სახის თეატრალური ნიღაბს იკეთებდა.ცნობილია ისიც,რომ ძველ ბერძნულ თეაქტრებში წარმოდგენები ხშირად რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა,რის გამოც სპექტაკლზე დამსწრებ პუბლიკას სახლიდან არა მხოლოდ საკვები და სასმელი წყალი მიჰქონდა,არამედ ბალიშებიც კი (ბალიშებს ისინი მოლიპული ქვის სავარძელზე დებდნენ,რათა ასე უფრო კომფორტულად ედევნებინათ თვალი წარმოდგენისათვის).
თეატრალური წარმოდგენების დროს იმდენად დიდი რაოდენობის ხალხი იყრიდა თავს,რომ ადგილების პოვნა ერთობ რთულ საქმეს წარმოადგენდა,რის გამოც ელინური თეატრი წარმოდგენამდე რამდენიმე საათით ადრე ივსებოდა.თუკი რომელიმე მათგანი ადგილს რამდენიმე წუთის განმავლობაში მიატოვებდა,მის ადგილს უცილობლად სხვა იკავებდა.იმისათვის,რომ ადგილი არ დაეკარგათ,საპირფარეშოებში წასვლისგანაც კი იკავებდნენ თავს.ამ მიზეზით რიგებს შორის გადაადგილდებოდნენ ადამიანები,რომლებიც საპირფარეშოსათვის საჭირო სპეციალურ ჭურჭელს დაატარებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)