ჭაბუა ამირეჯიბი – „ეპიზოდი”
ერთ დღეს,ქართული ლიტერატურის შედევრი ქმნილების – „დათა თუთაშხია”-ს გენიალურ ავტორს - ჭაბუა ამირეჯიბს (1921-2013 წლები) მეგობარი,სახელოვანი ქართველი ესეისტი – ოტია პაჭკორია ესტუმრა. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის პერიოდი გახლდათ,როდესაც ჭაბუა „დათა თუთაშხიას”,კერძოდ კი ხლისტების ეპიზოდს წერდა.მაშინ ავტორმა პირველად წააკითხა ოტიას თავისი უკვდავი რომანის რამდენიმე თავი – „ბუდარა და ბუდარიხა”,ჯერ დაუმთავრებელი,რემინგტონზე გადაუბეჭდავი ეპილოგი და სხვა ფრაგმენტები… სწორედ მაშინ მოისმინა პირველად ქართველი კლასიკოსისაგან დათა თუთაშხიას სახელი.
…ამ დროს,მოულოდნელად,ჭაბუამ რომანის ხელნაწერი ფურცლები ნერვული მოძრაობით შეაქუჩა,ღრმად ჩაფიქრდა და ჩაილაპარაკა – „ვინ იცის,რა გამოვა! – (რაც „გამოვიდა” ჩვენთვის ყველასათვის კარგადაა ცნობილი. – (ავტორი გენია.ჯი)