„შეთქმულება მომხმარებლის წინააღმდეგ”
ძალიან რთულია წარმოდგენა,თუმცა ფაქტია,რომ ადრეულ პერიოდებში გამოშვებული ნათურების „სიცოცხლის” ხანგრძლივობა გაცილებით დიდი იყო,ვიდრე თუნდაც თანამედროვე პერიოდში გამოშვებულებისა. (ავტორი გენია.ჯი) ეს კი თავის მხრივ,განსაკუთრებით იგრძნობოდა 1930-იან – 1940-იან წლებში.მითითებულ წლებში ნათურების მწარმოებელმა მონოპოლისტურმა კომპანიებმა მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს,რომ მაქსიმალურად გაეზარდათ თავიანთი პროდუქხიის გაყიდვების მაჩვენებელი,რის საფუძვლზეც ჩამოყალიბებული იქნა პირველი საიდუმლო კარტელი,სახელწოდებით – „Phoebus”-ი,რომელსაც უნდა დაეგეგმა და ხელოვნურად განეხორციელებინა ნათურების „სიცოცხლის” ხანგრძლივობის შემცირება.სწორედ აღნიშნული კარტელის უშუალო მონაწილების შედეგად იქნა ნათურის სამუშაო საათები კატასტროფულად შემცირებული.თუკი ადრე ნათურის სამუშაო საათი საშუალოდ 2 500 სამუშაო საათით განიზომებოდა,ახლა ამ მაჩვენებელმა 1 000 სამუშაო საათამდე დაიწია.„რაც უფრო ცოტა ხნის განმავლობაში მუშაობს ესა თუ ის ნივთი,მით უფრო დიდია მათზე მოთხოვნილება”, – ეს ჭეშმარიტება საიდუმლო კარტელმა თავისი ქმედებით კიდევ ერთხელ დაადასტურა და ნათურების მწარმოებელ მონოპოლისტურ კომპანიებს უზარმაზარი მოგება მოუტანა.ნათურების მწარმოებელი ბიზნესი ყვაოდა მანამ,სანამ 1942 წელს არ გამოაშკარავდა მომხმარებლის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება. – (ავტორი გენია.ჯი)