კარდინალი რიშელიე – „ეპიზოდი”
საფრანგეთის სამეფო კარის ინტრიგების ატმოსფეროში გაზრდილი – არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე (1585-1642 წლები) ანრი IV-მ ეპისკოპოსად დანიშნა,თუმცა კი მისი ეპისკოპოსად ხელთდასმა მარტოოდენ რომის პაპს – პავლე V-ს ძალუძდა. (ავტორი გენია.ჯი) პირქუშმა მოხუცმა მდუმარედ მოისმინა ფერმკრთალი და გამხდარი რიშელიეს მიერ წარმოთქმული სიტყვაქარგული ლათინური სიტყვა.პაპი მის წინაშე მოწიწებით მდგომი ახალგაზრდის ასაკმა დააეჭვა,რადგან იგი თავის წლოვანებაზე ახალგაზრდად გამოიყურებოდა.
- საეკლესიო წესდებით დადგენილი ასაკის თუ ხართ? – ჰკითხა რიშელიეს დაეჭვებულმა პაპმა.
- დიახ,თქვენო უწმინდესობავ. – უპასუხა მან და როგორც წესი,თაყვანი სცა კათოლიკური სამყაროს მღვდელთმთავარს.
ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონია რომ დამთავრდა,ლუსონის ახალი ეპისკოპოსი პაპის წინაშე განერთხო და შეჰვედრა:
- თქვენო უწმინდესობავ,შემინდეთ დიდი ცოდვა,მე ჯერ წლოვანი არა ვარ!
პავლე V-ს ისღა დარჩენოდა,რომ ახლად ხელთდასმული ეპისკოპოსისათვის ცოდვა შეენდო,თუმცა კი მეტად მრავლისმეტყველად შენიშნა – „ეს ცუღლუტი შორს წავაო”.ალბათ პაპმა წინასწარ იგრძნო,რომ ამ „ცუღლუტს” მალე კარდინალად დასვამდა და მისთვის ბევრად მეტი ცოდვებისა და უსიამოვნებების შენდობა მოუწევდა. და ყოველივე ასეც მოხდა… – (ავტორი გენია.ჯი)