სიქსტუს V – „ეპიზოდი”
რომის რიგით 227-ე პაპი – სიქსტუს V (1521-1590 წლები) მეტად უგერგილო ხუმრობებითა და გამოთქმებით გამორჩეული პონტიფიკატი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც სიქსტუსმა გაიგო,რომ შოტლანდიის დედოფალს – მარიამ სტიუარტს თავი მოჰკვეთეს,იუმორისტ პაპს ასეთი სიტყვები შეუძახია – „აი ბედნიერი დედოფალი,რომელიც უფალმა ღირსეულჰყო ეჩვენებინა მის ფერხთით გაგორებული გვირგვინოსანი თავიო!”
ცნობილია ისიც,რომ წმინდა პეტრეს მოადგილეს განსაკუთრებით სძულდა დამნაშავეთა სამყარო,რასაც მის მიერ წარმოთქმული შემდეგი სიტყვებიც მოწმობს: „დაე ციხეები ცარიელი იყოს,ოღონდ სახრჩობელებმა ვერ გაუძლონ ჩამოხრჩობილ დამნაშავეთა სიმძიმეს”.
ინგლისის ელჩთან აუდიენციისას სიქსტუს V-მ დედოფალ ელისაბედის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა,თუმცა კი ბოლოს მაინც ერთობ უგერგილოდ იხუმრა – „მე და ელისაბედი უნდა დავქორწინებულიყავით,რომ მსოფლიოსათვის ალექსანდრე მაკედონელისნაირი ახალი დიდი მონარქი გვეჩუქებინაო”.
ესპანეთის ელჩი ფილიპე II-ს რომის პაპს შემდეგი სახით უხასიათებდა: „მისი უწმინდესობა ერთთავად განრისხებულია,უწმაწური სიტყვებით ეჩხუბება მსახურთ,როცა სუფრას უზის,გაშმაგებული ჭურჭელს ამსხვრევს.ღამღამობით არ სძინავს, და საერთოდ სავსებით არასაკადრისად იქცევა”. – (ავტორი გენია.ჯი)