სპარტელთა ერთი უჩვეულო ტრადიცია – „ეპიზოდი”
მდინარე ევროტასის ხეობაში არსებულ ძველ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფო – სპარტაში რომ უამრავი უჩვეულო ტრადიცია იყო დამკვიდრებული,ყველასათვის ცნობილია. (ავტორი გენია.ჯი) უჩვეულო,თუმცა კი დამკვიდრებული ტრადიციები სპარტელებში პატარაობიდანვე იდგამდნენ ფესვებს,რომელთაც შემდგომ ისინი მთელი თავიანთი არსებით იცავდნენ.იმ შემთხვევაში,თუკი სპარტელი მამაკაცი,რომელსაც სიცოცხლის ჟამს რაიმე გმირული ქმედება არ ჰქონდა ჩადენილი,სიბერის ჟამს ბუნებრივი სიკვდილით აღესრულებოდა,მას ყოველგვარი პატივისა და ჯილდოს გარეშე კრძალავდნენ საფლავში,რომელზედაც საფლავის ქვას შეგნებულად არ დგამდნენ.შესაბამისად,იმიერში გადასახლებული სპარტელი მამაკაცის საფლავზე მითითებული არ იყო არც მისი სახელი და არც სხვა რაიმე ინფორმაცია,რის გამოც ასეთი სახის უკანასკნელ განსასვენებლებს – „უსახელო საფლავებად” მოიხსენიებდნენ.ერთადერთი საშუალება,რომელიც უზრუნველყოფდა საფლავის ქვაზე განსვენებული სპარტელის სახელის ამოკვეთას,ბრძოლაში გმირული სიკვდილი გახლდათ.ასეთ შემთხვევაში ლაკედემონები ბრძოლაში დაღუპულ თანამემამულეს სრული პატივით კრძალავდნენ სწორედ იმ ადგილას,სადაც იგი დაეცა.
გარდაცვლილ სპარტელ მანდილოსნებს,რომლებიც ბრძოლებში არასოდეს იღებდნენ მონაწილეობას,ისეთივე „უსახელო საფლავებში” კრძალავდნენ,როგორებშიც იმ სპარტელ მამაკაცებს,რომელთაც სიცოცხლეში სამშობლოსათვის მნიშვნელოვანი არა გაუკეთებიათ რა.ერთადერთი გამონაკლისი,რომელიც საფლავის ქვაზე ქალის სახელის ამოტვიფრას უზრუნველყოფდა,გახლდათ მშობიარობის პროცესი,რომელსაც საუბედუროდ,მისი გარდაცვალება ახლდა თან. – (ავტორი გენია.ჯი)