პიერ ოგიუსტ რენუარი – „ეპიზოდი”
გენიალურ ფრანგ ფერმწერსა და მოქანდაკეს - პიერ ოგიუსტ რენუარს (1841-1919 წლები) დიდება და აღიარება სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) 1917 წელს ლონდონის ეროვნულ გალერეაში სხვა დიდებული მხატვრების ნამუშევრებთან ერთად გამოფენილი იქნა რენუარის მიერ დახატული ტილო,სახელწოდებით – „ქოლგები”.აღნიშნულმა ტილომ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა სახვითი ხელოვნების მოყვარულებს შორის,რომ ავტორს აღფრთოვანებული თაყვანისმცემლებისაგან სიყვარულითა და სითბოთი გაჯერებული უამრავი წერილი მიუვიდა. „იმ მომენტიდან,როდესაც თქვენი სურათი წარმოდგენილი იქნა ძველი თაობის გენიალური მხატვრების ნამუშევრებთან ერთად,მე განვიცადე განუზომელი სიხარული იმისა,რომ ჩვენი ეპოქის თანამედროვე მხატვარმაც დაიკავა საპატიო ადგილი ევროპულ სახვით ხელოვნებაშიო”. – წერდა ოგიუსტის ქმნილებით მოხიბლული ერთ-ერთი ხელოვნებათმცოდნე.
1919 წელს,გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე,რენუარი,რომლის სხეულიც უკვე პარალიზებული ჰყავდა მძიმე სენს,მხოლოდ იმიტომ ეწვია ლუვრის მუზეუმს,რომ მისი ნახატები ეხილა ამ უდიადეს მუზეუმში. – (ავტორი გენია.ჯი)