საიდან იღებს სათავეს კუ-კლუს-კლანის სიმბოლო „ალმოდებული ჯვარი”?
როგორც ცნობილია, XIX საუკუნის აშშ-ი დაარსებულმა ულტრამემარჯვენე ორგანიზაციამ – „კუ-კლუს-კლანმა”,რომელიც გამორჩეული გახლდათ ერთობ აგრესიული რასისტული ქმედებებით (აღნიშნულ ორგანიზაციას მიაწერენ ლინჩის სასამართლოს გაჩენასაც),თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ – ცეცხლის ალში გახვეული ჯვარი აღიარა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა საყურადღებოა,რომ ამ სიმბოლოს ავტორი გახლდათ არა კლანის რომელიმე მოქმედი წევრი,არამედ გამოჩენილი ამერიკელი მწერალი – თომას დიქსონ-უმცროსი (1864-1946 წლები),რომელმაც თავის მხრივ, 1905 წელს გამოქვეყნებულ რომანში – „კლანის წევრი”,აღწერა ძველი შოტლანდიური რიტუალი ჯვრის დაწვისა.რომანის გამოქვეყნებიდან ათი წლის გასვლის შემდგომ,იმავე ნაწარმოების მიხედვით გადაღებული იქნა კინოფილმი,სახელწოდებით – „ერის დაბადება”,სადაც წარმოდგენილმა ძველმა შოტლანდიურმა რიტუალმა შთააგონა „კუ-კლუს-კლანის” რასისტულ ორგანიზაციას,თავის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ – „ცეცხლის ალში გახვეული ჯვარი” ეღიარებინა. – (ავტორი გენია.ჯი)