შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი – „ეპიზოდი”
„ტყუილების მამად” წოდებულ საყოველთაოდ ცნობილ ფრანგ პოლიტიკოსსა და დიპლომატს - შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორს (1754-1838 წლები) ბავშვობაში სიხარული არ ღირსებია. (ავტორი გენია.ჯი) ბიჭუნა არავის უყვარდა და შესაბამისად,არც არავინ აქცევდა ყურადღებას.შარლის დედა – ალექსანდრინა-მარია-ვიქტორია-ელეონორა დ’ანტინი შეეცადა,რომ საკუთარი ვაჟიშვილი რაც შეიძლება მალე მოეცილებინა თავიდან,რათა მაღალი საზოგადოების არისტოკრატ ქალს თავის სიამ-ლაღობაში ხელისშემშლელი არ ჰყოლოდა.ამ მიზეზით მშობლებმა პატარა ტალეირანი პარიზის მახლობლად მაცხოვრებელ ძიძასთან გააბარეს და დროებით მისი არსებობაც კი დაივიწყეს.პირველი ოთხი წელიწადი პატარა შარლმა ამ უცხო ქალის ხელში გაატარა,რომელიც,როგორც ამბობენ,მისთვის ზრუნვით დიდად არ იწუხებდა თავს.ერთხელ,როდესაც ძიძა სახლიდან გადიოდა,ბავშვი მაღალ კომოდზე შესვა და იქვე მიავიწყდა.პატარა გადმოვარდა და ისე ძლიერად დაიშავა ფეხი,რომ საფრანგეთის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი სამუდამოდ დაკოჭლდა,თანაც დაკოჭლდა ისე,რომ ფეხის ყოველ გადადგმაზე მთელი ტანით მკვეთრად იხრებოდა გვერდზე.ამის შემდგომ შარლი მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში განუშორებელი ყავარჯნების შემწეობით გადაადგილდებოდა.შესაბამისად,ტალეირანისათვის სიარული საკმაოდ მტანჯველ პროცესს წარმოადგენდა.მას მოტეხილი მარჯვენა ფეხი რაღაც საგანგებოდ გაკეთებულ,მომრგვალო ბუდის მსგავს,ტყავის ჩექმაში ჰქონდა მუდამ. – (ავტორი გენია.ჯი)