ჩინელ მედიკოსთა უჩვეულო კატეგორია
„ჰიპოკრატეს ფიცის” თანახმად,ყოველი მედიკოსის საქმიანობის უმთავრესი მიზანი ავადმყოფი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე ზრუნვა რომ არის,ყველასათვის ანბანური ჭეშმარიტებაა. (ავტორი გენია.ჯი) ასევეა ეს აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ ქვეყანაში – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშიც.თუმცა ჩინელი მედიკოსებიდან ამჯერად გამოვყოფთ ერთი კატეგორიის ექიმებს,რომლებიც თავიანთი პაციენტებიდან ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ,თუკი მათ კლიენტს არაფერი ტკივათ და შესაბამისად,ჯანმრთელები არიან.ეს იმის მანიშნებელია,რომ ექიმი შესანიშნავად უძღვება თავის სამუშაოს.ნიშანდობლივია ისიც,რომ,რაც მეტად ნაკლები პაციენტი ჰყავს ავად ექიმს,მით უფრო დიდია მისი ავტორიტეტიც.იმ შემთხვევაში კი,თუ პაციენტი ავად გახდება,ამ უჩვეულო კატეგორიის მატარებელ პირად ექიმს კლიენტი ფულს აღარ უხდის.ამიტომ მას ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე უხდება ავადმყოფი პაციენტის განკურნება. – (ავტორი გენია.ჯი)