იცით თუ არა,რომ
1. „ჩემია ადგილი! მან უნდა მომცეს უზარმაზარი ქონება,უზარმაზარი ქონება!” – დიდი ხნის მანძილზე ერთსა და იმავეს შეშლილივით გაიძახოდა მექრთამეობით სახელგანთქმული ფრანგი დიპლომატი – შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი,როდესაც შეიტყო,რომ იგი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა დირექტორიამ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. როგორც ცნობილია,სახელოვანი ინგლისელი მწერალი – დანიელ დეფო,თავისი თავხედური სატირების გამო სამჯერ დააყენა ქვეყნის ხელისუფლებამ “სამარცხვინო ბოძთან”,რის გამოც მან 1703 წელს „სამარცხვინო ბოძის ჰიმნიც” კი დაწერა,რომელშიც იცავდა თავისუფალ აზროვნებას და ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლებას.
* * *
3. გენიალური ინგლისელი დრამატურგის – უილიამ შექსპირის გარდაცვალებამ მის მშობლიურ სტრატფორდსა და, მით უმეტეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ,სრულიად შეუმჩნევლად ჩაიარა.უილიამის სიკვდილზე არ დაწერილა არც ერთი ელეგია,როგორც ეს მიღებული იყო იმ დროში.საყურადღებოა ისიც,რომ არც ერთი მისი თანამედროვე პირდაპირ არ იხსენიებს მსახიობ შექსპირს მისი სახელით გამოსული ნაწარმოების ავტორად.შექსპირის სახელს არ იხსენიებს არც მსახიობი ალენი,რომელიც დღიურს აწარმოებდა და აღნიშნავდა უამრავ თეატრალურ ამბავს.შექსპირის სიძესაც,დოქტორ ჰოლს,თავის დღიურში ერთი სიტყვა არ დასცდენია იმაზე,რომ მისი სიმამრი ცნობილი ნაწარმოებების ავტორი იყო.
* * *
4. „ტონზურა” – კათოლიკეთა პატრისამებრ გადაპარსული საქოჩრეა.
* * *
5. უკანასკნელი ჰუგენოტი,რომელსაც ღამის თერთმეტ საათზე – „ბართლომეს სისხლიანი ღამის” დაწყების წინ კათოლიკე მონაქრმა ლუვრის დატოვების უფლება მისცა,გენიალური ფრანგი მოაზროვნე და ფილოსოფოსი – ფრანსუა დე ლაროშფუკო იყო.იგი საფრანგეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი მოვლენების დაწყებამდე მეფესთან ერთად იმყოფებოდა,რომლის უცვლელი პარტნიორიც გახლდათ სხვადასხვა თამაშში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. რომაელ იმპერატორებს,მეტადრე კი ტირანებს – ტიბერიუსსა და დომიციანს,მთელი არმია ჰყავდათ ფარული აგენტებისა,რომლებსაც „დელატორებს”,ანუ „ინფორმატორებს” უწოდებდნენ.
* * *
7. ავღანელი მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე დაბალია და იგი შეადგენს – 43,4 წელიწადს.
* * *
8. მეცნიერთა მტკიცების თანახმად,მწერები ტკივილს ვერ გრძნობენ.გარდა ამისა,ისინი ირწმუნებიან,რომ კატებმა თავიანთი არსებობის მანძილზე დედამიწზე არსებული 33 სახეობის ცოცხალი არსება გაანადგურეს.
* * *
9. სადღესასწაულო ტორტის სანთლებით გაწყობის იდეა ძველ ბერძნებს ეკუთვნით.ისინი ტოტრში სავსე მთვარის ფორმის მსგავსად ჩარჭობილ სანთლებს მთვარის ქალღმერთის – არტემიდას საპატივცემულოდ ანთებდნენ.
* * *
10. ორად ორი სახელმწიფო დედამიწაზე,სადაც მანდილოსნებს სახელმწიფო პოსტებზე არ ირჩევენ – საუდის არაბეთი და ვატიკანია. – (ავტორი გენია.ჯი)