ალექსანდრე მენშიკოვი – „ეპიზოდი”
ის,რომ სახელმწიფოს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვით,ინტრიგებითა და სხვა ათასი სახის ონავრობით იყო დაკავებული რუსეთის იმპერატორის – პეტრე I დიდის ერთ-ერთი უახლოესი ქვეშევრდომი,გენერალსიმუსი - ალექსანდრე მენშიკოვი (1673-1729 წლები),ყველასათვის იყო ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი) ეს ინფორმაცია,რაღა თქმა უნდა,კარგად უწყოდა თავად პეტრე დიდმაც,რომელსაც სხვათა შორის,ხშირად ატყუებდა ხოლმე მისი ნდობით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელე.ძნელი წარმოსადგენია,თუმცა კი ისტორიულად დადასტურებული ფაქტია,რომ პეტრე დიდმა რამდენჯერმე კეტით სასტიკად სცემა ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის მენშიკოვი,თუმცა კი,რადგანაც იგი საჭირო და სასარგებლო კაცი იყო მისთვის,ალექსანდრე არც თანამდებობიდან გაუნთავისუფლებია და არც დაუსჯია. – (ავტორი გენია.ჯი)