ოიაკოდონი

სხვადასხვა ქვეყნების კულინარიულ ინდუსტრიაში რომ უამრავი უცნაური სახელწოდების მქონე კერძია გავრცელებული,ყველასათვის ცნობილია. (ავტორი გენია.ჯი) ამ მხრივ ყველაზე მრავალფეროვანი,უცნაური და სასაცილო სახელწოდებებით გამოირჩევა ინგლისური სამზარეულო,სადაც შესაძლოა შევხვდეთ ისეთი დასახელების მქონე კერძებს,როგორებიცაა – „ლოთები”, „ლოთი რიჩარდი” (პუდინგი), „ანგელოზები ცხენებზე” (ვიქტორიანული ეპოქის ცხელი კერძი) და ასე შემდეგ.გარდა ამისა ამერიკულ სამზარეულოში ვხვდებით კერძს,რომლის სახელწოდებაცაა -  „ლეკვი ჩაუ-ძაუ”.ძალიან საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ტაილანდურ ტრადიციულ სამზარეულოში შემწვარი კვერცხისაგან და საგანგებოდ შეკმაზული სოუსისაგან დამზადებულ კერძს სახელწოდებად სულაც – „სიძის კვერცხები” აქვს მინიჭებული (აღნიშნულ კერძზე ტაილანდში ფართოდაა გავრცელებული ერთი მეტად საინტერესო სახის ლეგენდა სიდედრისა და მისი სიძის შესახებ)…

რაც შეეხება იაპონურ კერძს - ოიაკოდონს: იგი პირველად „ამომავალი მზის” ქვეყანაში,კერძოდ კი იაპონიის ქალაქ ოსაკაში 1900 წელს იქნა მომზადებული ბრინჯის,შემწვარი ქათმისა და სხვა ინგრედიენტების გამოყენებით.ასევე ავღნიშნავ,რომ ოიაკოდონი წარმოადგენს ტრადიციული იაპონური კერძის – დონბურის სახესხვაობას.სიტყვა-სიტყვით – ოიაკოდონი იაპონურ ენაზე ითარგმნება,როგორც – „დედა და შვილები”,თუმცა კი აღნიშნულ კერძს ისინი მოიხსენიებენ,როგორც – „შვილები და მშობლები ერთ ჯამში”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>