ფრანჩესკა კაჩინი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, XVII საუკუნეში მანდილოსნებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ სცენაზე საოპერო არიების შესრულება, და ზოგადად რომ ვთქვათ, – სიმღერაც.ამიტომ ქალის ყველა პარტიას – სოპრანოს,მეცო-სოპრანოსა და ალტს საოპერო სცენაზე დასაჭურისებული მამაკაცი მომღერლები ასრულებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ასეთი სახის შეზღუდვა არ არსებობდა ქალი-კომპოზიტორების მიერ მუსიკალური ნაწარმოებების შექმნაზე.პირველი ოპერა,რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენელი კომპოზიტორის მიერ იქნა დაწერილი, 1625 წლით თარიღდება.მისი ავტორი გახლდათ ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი და მუსიკოსი ქალი – ფრანჩესკა კაჩინი (1587-1640 წლები).მან 1625 წელს,აღორძინების ეპოქის დიდი იტალიელი პოეტისა და დრამატურგის – ლუდოვიკო არიოსტოს პოემის – „უცნობი როლანდის” მიხედვით დაწერა ოპერა,სახელწოდებით – „რუჯეროს განთავისუფლება”,რომელიც იმ პირველ ოპერად იქცა ამ შესანიშნავი მუსიკალური ჟანრის ისტორიაში,რომელიც ქალი-კომპოზიტორის მიერ იქნა დაწერილი. – (ავტორი გენია.ჯი)