დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
გერმანული ლიტერატურისა და ფილოსოფიის დოქტორი - პაულ იოზეფ გებელსი (1897-1945 წლები),რომელსაც გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრის პოსტი უბოძა,წიგნების,მუსიკისა და ხელოვნების განსაკუთრებულად მოყვარული მიზანთროპი გახლდათ.ცნობილია,რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ერთ-ერთი ინიციატორი თავისი შემოსავლების სოლიდურ ნაწილს წიგნების შეძენას უთმობდა.სახვით ხელოვნებაში კი იგი უპირატესობას ექსპრეზიონიზმის მიმდინარეობას ანიჭებდა.სახვითი ხელოვნებისადმი მისი სიყვარულის დამადასტურებელი ფაქტი გახლდათ ის გარემოებაც,რომ დოქტორ გებელსის სახლში დაცული იყო გერმანიის ფაშისტური ხელისუფლებისათვის საძულველი ერთ-ერთი გერმანელი მხატვრის ნამუშევრები.დაასახელეთ,რომელი გერმანელი მხატვრის ნამუშევრები ჰქონდა დაცული სახლში მესამე რაიხის გავლენიან ჩინოვნიკს – პაულ იოზეფ გებელს?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: ემილ ნოლდე (1867-1956 წლები)