ხოკეის გუნდი – „მფრინავი მამები”
1962 წელს კანადის დედაქალაქ ოტავაში რომის კათოლიკური ეკლესიის ლოცვა-კურთხევით კათოლიკე მღვდელმა – პიტერ-მაკ-კიმ ჩამოაყალიბა ხოკეის გუნდი,რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ კათოლიკე სასულიერო პირები ირიცხებოდნენ.ამ ლეგენდარული გუნდის სახელწოდება გახლდათ - „მფრინავი მამები”,ხოლო გუნდის დევიზი კი – „ვითამაშოთ და ვილოცოთ უკეთესი მსოფლიოსათვის”. (ავტორი გენია.ჯი) კათოლიკე სასულიერო პირებისაგან დაკომპლექტებულმა ხოკეის კლუბმა თავისი არსებობის განმავლობაში 907 საჩვენებელი მატჩი გამართა კანადის,ამერიკისა და ევროპის ქვეყნების სხავადასხვა გუნდებთან,რომელთაგანაც,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, – 900 მატჩში გამარჯვება იზეიმა.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ „მფრინავი მამების” მიერ ჩატარებული თითოეული მატჩი საქველმოქმედო მიზნებს ემსახურებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
კანადური ხოკეის გუნდი – „მფრინავი მამები”