იუჯინ სერნარი – „ეპიზოდი”
სახელოვანი ამერიკელი ასტრონავტი - იუჯინ სერნანი (1934-2017 წლები) წარმოადგენდა იმ უკანასკნელ ადამიანს,რომელმაც მთვარის ზედაპირს შეახო ფეხი. (ავტორი გენია.ჯი) სანამ იგი კოსმოსური ხომალდით – „აპოლო 17″-ით მთვარეზე გაემგზავრებოდა,საკუთარ ქალიშვილს აღუთქვა,რომ დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე სტუმრობისას მისთვის ისეთ მნიშვნელოვან რამეს გააკეთებდა,რაც იუჯინის ქალიშვილის თანატოლებს არა მხოლოდ გააოცებდა,არამედ აღაფრთოვანებდა კიდეც.მას შემდეგ,რაც „აპოლო 17″ მთვარეზე მშვიდობიანად დაეშვა,სერნანმა ქალიშვილისადმი მიცემული პირობა შეასრულა: მან მთვარემავალზე თავისი გოგონას ინიციალები ამოკვეთა.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული მთვარემავალი კვლავაც მთვარეზე იმყოფება და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ,იგი იქ კიდევ არა ნაკლებ 50 000 წლის განმავლობაში დარჩება. – (ავტორი გენია.ჯი)