ტალეირანის შესახებ…
„თავადი ტალეირანი მთელი თავისი სიცოცხლე ატყუებდა ღმერთს,სწორედ სიკვდილის წინ კი უცებ ხახამშრალი დატოვა სატანაო”, – ასე მრავლისმეტყველად დაახასიათა ერთმა გონიერმა კაცმა ყველასათვის ცნობილი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე – შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი (1754-1838 წლები). (ავტორი გენია.ჯი) უკვე ხანდაზმულ ასაკში მყოფმა და დაუძლურებულმა ტალეირანმა სიცოცხლის უკანაკნელ ჟამს თავის დიდებულ ვალანსესეულ ციხე-კოშკში განმარტოება არჩია. (ავტორი გენია.ჯი)
„მე არც ბედნიერი ვარ და არც უბედური… თანდათან ვუძლურდები და… კარგად ვუწყი,რით უნდა დამთავრდეს ყოველივე.ეს არც მანაღვლებს და არც მაშინებს.ჩემი საქმე მორჩა.მე დავრგე ხენი,ავაგე სახლი,ბევრი სხვა სისულელეც ჩავიდინე.ხომ დროა დავამთავრო?” – ამ სიტყვებს წერდა კაცი,რომელმაც მხოლოდ ყურმოკვრით თუ იცოდა ახლობელთაგან,რა იყო „სინდისი” და „მრწამსი”. (ავტორი გენია.ჯი) აკი წერდა კიდეც მის შესახებ დიდი ფრანგი პოლიტიკოსი და სახელოვანი რევოლუციონერი – ონორე გაბრიელ მირაბო: „ესაა კაცი ხარბი და თახსირი,მდაბალი ინტრიგანი,მას ესაჭიროება სიბინძურე და ესაჭიროება ფული.ფულზე გაჰყიდა ღირსება და მეგობარი.ფულის გულისთვის სულსაც გაჰყიდდა – და სწორადაც მოიქცეოდა,რადგანაც ნეხვის გროვას ოქროზე გაცვლიდა”.
ფულის სიყვარულს „სახელოვანი” ფრანგი დიპლომატი არც თავად მალავდა. „ – არასდროს არ უნდა იყო ღარიბი.რაც შემეხება მე, – ყოველთვის მდიდარი ვიყავი.თვით ლუდოვიკოები და ნაპოლეონები სანდონი არ არიან,მაგრამ ოქროს რგოლები,რომლებზედაც მათი პორტრეტებია ამოჭრილი,სავსებით და ყოველგვარ გარემოებაში სანდოა”. – ამ სიტყვებით მიმართა მან ერთხელ ბარონ ვიტროლს.
ტალეირანის გადაჭარბებულმა მექრთამეობამ,ინტრიგებმა,ღალატმა და ტყუილებმა ერთ დღეს ისე გამოიყვანა წყობიდან ნაპოლეონ ბონაპარტი,რომ მას მუშტებითაც კი ეცა და შემდეგ გაშმაგებულმა ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვითაც მიმართა:
„თქვენ ქურდი,არამზადა,უნამუსო,ადამიანი ხართ! თქვენ არ გწამთ ღმერთი,ყველა თქვენს მოვალეობას არღვევდით მთელი თქვენი ცხოვრება,ყველას ატყუებდით,ყველას ღალატობდით,თქვენთვის არ არსებობს არაფერი წმინდა,თქვენ საკუთარ მამასაც გაჰყიდდით! მე წყალობებით აღგავსეთ,თქვენ კი ჩემს საწინააღმდეგოდ ყველაფერზე მზადა ხართ! თქვენ სიბინძურე ხართ აბრეშუმის წინდებში გახვეული! სიბინძურე! სიბინძურე!”
მას შემდეგ,რაც ამიერს გამოეთხოვა ტალეირანი,მის შესახებ ხალხში ერთი სარკასტული ანეკდოტი გავრცელდა: „სიკვდილის შემდგომ ჯოჯოხეთში ჩასული ტალეირანი სადარბაზოდ ეშმაკს წარუდგა. და როდესაც ეშმაკს იგი მის წინაშე უხილავს,ასე მიუმართავს: „ – ჩემო კარგო,მადლობელი ვარ თქვენი,მაგრამ გამოტყდით,რომ თქვენ,ცოტა არ იყოს,უფრო შორსაც კი წახვედით,ვიდრე ამას ჩემი ინსტრუქციები ითვალისწინებდაო”. – (ავტორი გენია.ჯი)