შარლ პიერ ბოდლერი – „ეპიზოდი”
1857 წელს საფრანგეთში გამოიცა დიდი ფრანგი პოეტისა და მთარგმნელის - შარლ პიერ ბოდლერის (1821-1867 წლები) მიერ დაწერილი ლექსების კრებული,სახელწოდებით – „ბოროტების ყვავილები”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა კრებულმა პუბლიკა იმდენად დაშოკა,რომ ცენზორებმა ავტორი არა მხოლოდ სოლიდური ფულადი ჯარიმით – 300 ფრანკით დასაჯეს,არამედ კრებულიდან ექვსი ლექსის სასწრაფოდ ამოღებაც უბრძანეს (ცენზორებმა ბოდლერის მიერ გამოცემულ ლექსების კრებულს პორნოგრაფიული ჟანრის ქმნილება უწოდეს).ბოდლერის ბიოგრაფიიდან საინტერესოა ის ეპიზოდიც,როდესაც იგი 1844 წელს ჟაკ-ჟოზეფ მოროს მიერ დაარსებულ „ასასინების კლუბში” გაწევრიანდა.„ასასინების კლუბის” წევრები მასობრივად მოიხმარდნენ ეგრეთ წოდებულ – „დავამესკს”,რომელიც თავის მხრივ,წარმოადგენდა ალჟირული ჰაშიშის ერთ-ერთ ნაირსახეობას.სწორედ ამავე პერიოდიდან დაიწყო შარლმა ოპიუმის მოხმარებაც (მოგვიანებით იგი ალკოჰოლით ჩაანაცვლა),რასაც საბოლოო ჯამში მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა ემსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ეს ისე ცნობისთვის: იმ პერიოდში,როდესაც ბოდლერი ქვეყნიერებას მოევლინა,შარლის სენატორი მამა – ფრანსუა ბოდლერი საკმაოდ ხანდაზმულ, 69 წლის ასაკში იმყოფებოდა, და ეს მაშინ,როდესაც მომავალი ფრანგი პოეტის დედა – კეროლაინი სულ რაღაც 27 წლის იყო. – (ავტორი გენია.ჯი)