ჯონ ფიცჯერალდ კენედი – „ეპიზოდი”
1953 წლის 12 სექტემბერს ქალაქ ნიუპორტში განთავსებულ „ღვთისმშობლის ტაძარში” ჯვარი დაიწერა აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა – ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ და პოპულარული ამერიკული ჟურნალის – „Voque”-ს ყოფილმა უმცროსმა რედაქტორმა – ჟაკლინ ბუვიემ. (ავტორი გენია.ჯი) კენედების წყვილს ქორწილში 700 სტუმარი ჰყავდათ მიწვეული,თუმცა აღნიშნულმა მოვლენამ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია,რომ სტუმართა რაოდენობამ 1 500 დამსწრესაც კი გადააჭარბა.სტუმრების სიმრავლემ ძალიან გააღიზიანა ჟაკლინის დედა – ჟანეტ ლი ბუვიე,რომელმაც სიძეს თავისი წუხილის მიზეზი გააცნო. „ – მისს ჟანეტ,მე მოკლედ აგიხსნით საქმის ვითარებას.თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ქალიშვილი გაათხოვეთ,მე კი მოვალე ვარ,რომ სწორედ ჩვენი ქორწილით გავაცნო ამერიკელ ხალხს თავიანთი მომავალი პირველი ლედი”. – წინასწარმეტყველურად უპასუხა ჯონ კენედიმ სტუმრების სიმრავლით შეწუხებულ სიდედრს. – (ავტორი გენია.ჯი)